გოგა ბითაძემ "რეალთან" იფრინა - ორმაგი დუბლი შეასრულა და "ბუდუჩნოსტმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
18 იანვარს, ევროლიგის მე-19 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედნზე 73:60 დაამარცხა "რეალი".

მატჩის წინ "რეალის" მწვრთნელმა პაბლო ლასომ თქვა, რომ ბითაძე კარგად ირჯება დაცვაშიც და თავდასხმაშიც, ის და კოული "ბუდუჩნოსტის" წამყვანი მოთამაშეები არიან და მათი განეიტრალება მართებდათ. ვერ გაანეიტრალეს.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი 36:28 მოიგეს. ვერც მეორე ტაიმში მოახერხა მრისხანე მეტოქემ პოდგორიცელების გატეხვა და დამარცხდა.

ბუდუჩნოსტი - რეალი 73:60

ბითაძემ 27:33 წუთში 13 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი,
4-დან 4 საჯარიმო), 10-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო. მან კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

გოგა ბითაძის ბლოკი რეალთან მატჩი

გოგაზე შედეგიანი 14 ქულით მხოლოდ კოული იყო, ხოლო სარგებლიანობის მხრივ მხოლოდ მისი თანაგუნდელი კლარკი (25).

"ბუდუჩნოსტი" 5 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და 25 იანვარს "გრან კანარიას" უმასპინძლებს.

altგოგა ბითაძე - "რეალის" დამარცხებაზე: დიდებულ მატჩში ჩემპიონი დავამარცხეთ

alt"მინდა სარკეში ჩახედვისას ჩემს თავს ვუთხრა, რომ ყველაფერი გავაკეთე" - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან
მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები გოგას!!! საკლუბო და რაც მთავარია, სანაკრებო!!!
tngh
12:36 19-01-2019
0
ამერიკაში ორჯერ უკეთეს იგროკად აქცევენ კარგი სპეციალისტები ამისთვის ყველაფერი აქვს. წარმატებები გოგა
გოგა
10:49 19-01-2019
1

სიახლეები პოპულარული