გოგა ბითაძემ სეზონში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა - ცსკა-ს ერთი ქულაც ვერ ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 თებერვალს, ევროლიგის 21-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" მოსკოვში ცსკა-სთან დამარცხდა 69:99.

პოდგორიცულმა გუნდმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა (5 ქულით წააგო), შესვენების შემდეგ კი კლასმა თავისი გაიტანა და მასპინძლებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ამ წაგებით "ბუდუჩნოსტმა" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.

ბითაძემ სეზონში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა: 22:50 წუთში ვერც ერთი ქულა ვერ ჩააგდო (ოთხივე ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო გააცუდა) და 2-ჯერ მოხსნა ბურთი.

გოგამ 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი
-9 იყო.

26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არმიელი ნანდო დე კოლო იყო, ხოლო "ბუდუჩნოსტიდან" ნორის კოული (11).

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით მე-15 ადგილზეა და 7 თებერვალს "ხიმკის" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 15 /
კალათბურთში თავდამსხმელი 23 წუთში ვერც ბურთსაგდებს და ვერც საჯარიმოს. ეს საშინელი შედეგია. გოგასთვის NBA ალბათ ნაადრევია. არ მემეტება სათადარიგოთა სკამისათვის. დიდი საფრთხეა ცქიტიშვილს რაც დამართეს გოგას უარესი დამართონ! მგონი უკეთესი იქნება თუ ევროპაში იქნება კაშკაშა ვარსკვლავი და კალათბურთს ითამაშებს, ვიდრე ამერიკაში 10-12 წუთს!
aburjga
14:25 02-02-2019
4
რეპორტაჟიპირველი პერიოდის დასასრულს ჩაირთო და გოგამ დაფარება გააკეთა,კომენტატორების თქმით ეს მისი მესამე დაფარება იყო,სტატისტიკაში კი სულ ორი უწერია.რუსები სამქულიანებზე გადავიდნენ და ძალიანაც წაუვიდათ ტყორცნები,ნანდო დე კოლო შეუდარებელი იყო.შეტევაში ბუდუჩნოსტი ასევე სამიანებს ესროდა,მაგრამ უფრო დაბალი პროცენტით და როცა ბითაძეზე ნიდიოდა ბურთი,მას ორი კაცი ხვდებოდა.მათთან ფიზიკურ ბრძოლაში გოგა ვერ ახერხებდა ზუსტ ტყორცნას და თანდათან ნერვებმაც უმტყუნა.აქედან გაფუჭებული ჯარიმები.მეორე ტაიმში ცსკამ უფრო მკაცრი დაცვით დაიწყო თამაში და ბუდუჩნოსტის ახლად შეკრებილი ხუთეულის ჯერაც საკმაოდ შეუთამაშებელი თამაში,სულ მოშალა,გუნდში ხომ გოგას გარდა,კიდევ ორი თუ სამი ამერიკელიც დაიმატეს.მეოთხე პერიოდს,კალათბურთს ძნელად დავარქმევთ,ეს უკვე ცალფარა იყო.დაბლები ყოველგვარი კომბინაციის გარეშე მიდიოდნენ და პირდაპირ ესროდნენ,თითქმის ნულოვანი სიზუსტით.საბოლოო შედეგიც სახეზეა.ცსკა ევროპის გრანდია და მასში ძალიან ძლიერი და გამოცდილი კალათბურთელები თამაშობენ,ასე რომ მათთან თამაში, გოგასთვის შესანიშნავი გამოცდილებაა.უარყოფითი გამოცდილებაც, გამოცდილებაა და ჩვეულებრივ ძალიან დიდხანს ამახსოვრდებათ.ასე რომ გოგამ შესანიშნავი გაკვეთილი მიიღო და დასკვნებსაც ძალიან მალე გამოიტანს.აშკარაა,ფიზიკურად კიდევ უნდა მომატება და უფრო მეტი აგრესიაა საჭირო თამაშში,მით უმეტეს,თუ ნბაში მიდიხარ სათამაშოდ.
სოსო
12:30 02-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული