კალათბურთი

ლეგიონერები

ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა

AutoSharing Option
დასანანი მარცხი განიცადა ვილი ისიანის "დეტროიტ მერსი ტიტანსმა". ამერიკის სტუდენტური ლიგის "ჰორაიზონ" კონფერენციაში დეტროიტელებმა "იანგსთოუნ პინგუინსს" უმასპინძლეს და 2 ქულით – 70:72 წააგეს.

ისიანი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 19 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ვილიმ 3 სამიანი ისროლა, საიდანაც 1 ჩააგდო.

6 მოგებითა და 5 წაგებით "დეტროიტ ტიტანსი" "ჰორაიზონ" კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ისიანის გუნდი 8 თებერვალს, სტუმრად "ჩრდილოეთ კენტაკი ნორსთან" გამართავს.

altვილი ისიანი სხვა ამპლუაში - ქართველმა "ვიკინგს" 11 ქულა

ჩაუგდო


წყარო: GBF.GE

ტეგები: