კალათბურთი

ლეგიონერები

ბერიშვილის 18 ქულა, ცინცაძე აღარ ჩანს - ქართველების "ალ შამალი" პირველია

AutoSharing Option
მე-4 მატჩია, გიორგი ცინცაძე ყატარული "ალ შამალის" განაცხადში არ ჩანს, მიხეილ ბერიშვილი კი ჩვეულად შედეგიანია და რაც მთავარია, ქართველების გუნდი იგებს. მე-14 ტურში ალშამელებმა სტუმრად "ალ გარაფა" 82:67 დაამარცხეს და ჩემპიონატში მე-12 გამარჯვება მოიპოვეს.

ბერიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ალ შამალი" პირველ ადგილზე იმყოფება და
შემდეგ მატჩს 9 თებერვალს, შინ "ალ ვაკაჰთან" გამართავს.

altგიორგი ცინცაძის ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი და მიხეილ ბერიშვილის 14 ქულა ყატარში


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით