გოგა ბითაძემ "ხიმკის" 17 ქულა ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტი" მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 თებერვალს, ევროლიგის 22-ე ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" საკუთარ მოედანზე 90:98 დამარცხდა მოსკოვის ოლქის "ხიმკისთან".

მატჩი ძალიან დაძაბული იყო, მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და მხოლოდ შეხვედრის ბოლოს მოახერხეს სტუმრებმა წინ გაჭრა და გამარჯვების მოპოვება.

ბითაძემ 26:55 წუთში 17 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო.

ის თავის გუნდში ნორის კოულის (20) შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო.

"ბუდუჩნოსტი" 6 მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 22 თებერვალს კაუნასში
"ჟალგირისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ თნაგუნდელები არ იყენებენ სათანადოდ მის შესაძლებლობეს, მაგრამ მწვრთნელი სადაა ამ დროს?
გიორგი
08 თებერვალი 2019 13:56
0
ამას მოხერხება უნდა - ბოლო 50 წამი 2:11 წააგო. მესამე მეოთხედის ბოლოსაც +6 მინუს 3-ად გადაიქცა. რაღაცას აკლებს ეს გუნდი და ბოლოს წყალში ყრის ხოლმე მთელი თამაშის მონაგარს. გოგას კლასი იმატება და იმატებს, მაგრამ ჯარიმებს იღებს ბევრს, ზოგჯერ გაეცალოს ჯობია უკვე დაკარგულ პოზიციაზე. და უფრო უნდა დატვირთონ პერიმეტრის მოთამაშეებმა.
???
08 თებერვალი 2019 00:51
2
Gოგა კაი სპორცმენი Xარ
Gigi
08 თებერვალი 2019 00:03
0

სიახლეები პოპულარული