"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NCAA-ს Big 10 კონფერენციაში გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" "რატჯერსი" ოვერტაიმში 99:94 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ახალგაზრდა მოთამაშემ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.

35 ქულის გარდა გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, და 1 პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.

"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - ასე გამოეხმაურა "ილიონოისის" Twitter-ი გიორგი ბეჟანიშვილის საოცარ შედეგს.

"ილინოისმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და 14 თებერვალს
"ოჰაიო სტეიტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
აი მართლა სატირალია ჩვენი რეალობა! ქართველმა ბიჭმა ახალი ისტორიას დაუდო სათავე, 29 წლის რეკორდი დაამხო და თანაც სად, ამერიკაში, და თქვენ რაღაცეებთ წერთ ნაკრებისთვის მზადაა თუ არაა, ზუროსი გამოიძახებს თუ არ გამოიძახებს?! ლონდარიძეს და ზოგიერთებს ხო იძახებს და ვართ წარმატებების მწვერვალზე?! ზუროსზე ათასჯერ მაგარ მწვრთნელებთან მოუწევს ამ ბიჭბს მუშაობა და ჩვენ ვიარდოთ თუ ვერ მოვახერხეთ გიორგისნაირი ტალანტების საქართველოსთვის დაბრუნება!
პაატა
12 თებერვალი 2019 00:43
0
პერსპექტიული მართლაც ჩანს, მაგრამ სანაკრებოდ ძალიან ადრეა, თუნდაც ავსტრიის ნაკრებისთვის. არა მგონია ილიას ზუროსმა თუნდაც შეკრებაზე მიიწვიოს.
თორნიკე
11 თებერვალი 2019 11:45
24
პერსპექტიული ჩანს. თუმცა ამ ეტაპზე და ამ თამაშით ეროვნულ ნაკრებს ჯერ ვერ გამოადგება. ბითაძის და შერმადინის დონემდე ბევრი უკლია. თუ ავსტრიის მოქალაქეა, საქართველოს ნაკრებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ ავსტრიის მოქალაქეობაზე უარს იტყვის. მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. აშშ-ს კოლეჯში საკმაოდ წარმატებულად ვილი ისიანიც თამაშობს. ის საქართველოს მოქალაქეა და ზუროსმა შარშან ზაფხულში შეკრებაზე მიიწვია. ჩათვალა, რომ აუცილებლად უნდა მოუმატოს დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა შეიყვანოს გაფართოებულ სიაში.
ლუკა
11 თებერვალი 2019 11:03
10
კალათბურთს და კალათბურთელს კი არ ვაკვირდები, კარგად ვერკვევი. ბეჟანიშვილი(15 ნომერი) ეროვნული ნაკრების მოთხოვნებს ჯერ ვერ აკმაყოფილებს. ეგ თამაში არ არის სანაკრებო, მით უმეტეს, შერმადინი და ბითაძე გვყავს და მამუკელაშვილს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
ytyt-ს
11 თებერვალი 2019 18:11
2
შენ ძამა სხვას ხოპმ არ აკვირდებოდი 15 ნომერი თეთრია ბეჟანიშვილი,DD რა მზადა არაა? თან ბითაძეს არავინ გამოუშვებს ნაკრებში, მითუმეტეს თუ ნბა-ში წავა.
ytyt
11 თებერვალი 2019 16:14
1
ყოფილი კალათბურთელის ვაკო ბეჟანიშვილის რაა??
buba
11 თებერვალი 2019 09:43
0
მაგარი ბიჭია, ნიკოლოზ დერიუგინი გამახსენა, მას ქონდა ესეთი რბილი ლიფსოები და ტყორცნა ახლო მანძილიდან
ულზანა
10 თებერვალი 2019 22:21
1
ავტრის მოქალაქეა მაგრამ ამის წინა თამაში იყო თუარვცდები გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშას აფრიალებდა და აღნიშნა თვითონაც რომ თამაშის შემდეგ გამარჯვებას ჩემი ქვეყნის დროშით ავღნიშნეო.
გიორგი777
10 თებერვალი 2019 21:03
0
რატგერს ან თუ გინდა რუტგერსი იყოს. რატჯერსი არა.
odala
10 თებერვალი 2019 19:44
0
მოკლედ ძან მალე მაგარი ნაკრები გვეყოლება მსოფლიო ათეულში უნდა შევიდეთ
გოგა
10 თებერვალი 2019 19:14
1
ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები. ქართული გენი უმაღლესზე უმაღლესი კატეგორიაა! ეროვნული სულის მატარებელი მთავრობა გვინდა და ყველაფერი დიდებულად იქნება!
aburjga
10 თებერვალი 2019 17:25
2
ვახ ჩემიიი... ბოლოსკენ ჯორჯი ბეჟანიშვილის მეტი არაფერი უძახია გონი კომენტატორს :))) და ბოლო რა გადააფარა ზანგს...
მაგარი ბიჭია, მოძრაობა გინდა, ტყორცნები, ცაციააა თან... მოკლედ იმედია ფედერაცია არ დაბრმავ-ყრუვდება და სასწრაფოდ სანაკრებოდ დაიბევებენ ამ ბიჭს!!!
მიროსან
10 თებერვალი 2019 14:56
0
უმეტესობა მარცხენა ხელით ჩაყარა და თუ ორივეთი შეუძლია სროლა ხო მთლად უკეთესი.
რაც შეეხება მოწვევას, რა ზუროსმა უნდა იჩალიჩოს გაფორმება და ორგანიზაციული საკითხები????
მიროსან
10 თებერვალი 2019 21:02
0
ცაცია არცაა ორივეს ფლობს კარგად. რაც შეეხება ფედერაციას ეგ მათ კი არა ზუროსმა უნდა თქვას და გამოიძახოს
borgati
10 თებერვალი 2019 17:08
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული