"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NCAA-ს Big 10 კონფერენციაში გიორგი ბეჟანიშვილის "ილინოისმა" "რატჯერსი" ოვერტაიმში 99:94 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 35 ქულა ჩააგდო და უნივერსიტეტის ისტორიაში პირველკურსელთა შორის ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

ახალგაზრდა მოთამაშემ 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო და დეონ ტომასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1990 წელს 34 ქულა აიღო.

35 ქულის გარდა გიორგის ანგარიშზე 7 მოხსნა, და 1 პასი, ჩაჭრა და დაფარებაა.

"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - ასე გამოეხმაურა "ილიონოისის" Twitter-ი გიორგი ბეჟანიშვილის საოცარ შედეგს.

"ილინოისმა" ზედიზედ მესამედ მოიგო და 14 თებერვალს
"ოჰაიო სტეიტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ჩვენმა ნაკრებმა ეს ბიჭი რომ დაკარგოს იქნება ფედერაციის ბრალი!!! გურასპაული აწიე ერთი ადგილი და წადით ამერიკაში! გირჩევნიათ გიორგის თანხმობის გარეშე არ დაბრუნდეთ! ეგ ბიჭი დადებითადაა განწყობილი და თუ რამე ისე არ წვიდა იცოდეთ თქვენი ბრალი იქნება! არ დაუწყოთ თქვენებური ჩახლართვები, თუ ასე გამოვიდა ამდენი გვინდა და თუ ისე იმდენიო...ზოგადად სპორტისა და ზოგიერთი ფედერაციის ხელმძღვანელის გამო რამდენი მსოფლიო დონის ტალანტი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ?!
პაატა
10 თებერვალი 2019 14:39
1
ვახ ჩემიიი... ბოლოსკენ ჯორჯი ბეჟანიშვილის მეტი არაფერი უძახია გონი კომენტატორს :))) და ბოლო რა გადააფარა ზანგს...
მაგარი ბიჭია, მოძრაობა გინდა, ტყორცნები, ცაციააა თან... მოკლედ იმედია ფედერაცია არ დაბრმავ-ყრუვდება და სასწრაფოდ სანაკრებოდ დაიბევებენ ამ ბიჭს!!!
მიროსან
10 თებერვალი 2019 14:56
0
უმეტესობა მარცხენა ხელით ჩაყარა და თუ ორივეთი შეუძლია სროლა ხო მთლად უკეთესი.
რაც შეეხება მოწვევას, რა ზუროსმა უნდა იჩალიჩოს გაფორმება და ორგანიზაციული საკითხები????
მიროსან
10 თებერვალი 2019 21:02
0
ცაცია არცაა ორივეს ფლობს კარგად. რაც შეეხება ფედერაციას ეგ მათ კი არა ზუროსმა უნდა თქვას და გამოიძახოს
borgati
10 თებერვალი 2019 17:08
2
ქართველმა კალათბურთში ამერიკაში რეკორდი დაამხოო? ვაა, ეს რაღაც ახალია! ნაკრებში სასრაფოდ! :)
ქუთაისი
10 თებერვალი 2019 13:07
0
პოზიციური თამაში, ფარქვეშ ბრძოლა, საშუალო დისტანციიდან სროლა - ყველაფერი მაგარი აქვს ამ ბიჭს და ჩვენი კალათბურთის მომავალია! ბრავო!
bencho
10 თებერვალი 2019 13:28
0
სამშობლო, სამშობლო, შენი დიდეეება ბრუნდებაა....
ბადრი
10 თებერვალი 2019 13:23
0
ყოჩაღ გიო, ცრემლები მომადგა, წარმატებები მაგარო ქართველო
შიო
10 თებერვალი 2019 13:55
2
სასწრაფოდ ნაკრებში წარმატებები ბრავო
irakli
10 თებერვალი 2019 13:10
0
ავტრის მოქალაქეა მაგრამ ამის წინა თამაში იყო თუარვცდები გამარჯვების შემდეგ საქართველოს დროშას აფრიალებდა და აღნიშნა თვითონაც რომ თამაშის შემდეგ გამარჯვებას ჩემი ქვეყნის დროშით ავღნიშნეო.
გიორგი777
10 თებერვალი 2019 21:03
0
ბრავო
:-)
10 თებერვალი 2019 12:52
0
ძალიან მაგარი ხალხი ვართ ქართველები. ქართული გენი უმაღლესზე უმაღლესი კატეგორიაა! ეროვნული სულის მატარებელი მთავრობა გვინდა და ყველაფერი დიდებულად იქნება!
aburjga
10 თებერვალი 2019 17:25
2

სიახლეები პოპულარული