კალათბურთი

ლეგიონერები

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

AutoSharing Option
"უნიკახას" ცენტრი გიორგი შერმადინი ამერიკელ დომინიკ სატონთან ერთად თებერვლის საუკეთესო მოთმაშედ აღიარეს.

"უნიკახამ" ერთმანეთის მიყოლებით სძლია "რეალსა" და "მანრესას" და შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი ორივე მატჩში 27 იყო. მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ "ბურგოსის" ამერიკელ ლეგიონერს ჰქონდა.

შერმადინი უკვე მეოთხედ დაასახელეს ესპანეთის ჩემპიონატზე თვის საუკეთესო მოთამაშედ.

"უნიკახა" 13 მოგებით მეოთხე ადგილზეა და 3 მარტს სტუმრად "ბასკონიას" დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ