პირველი ამერიკული აღიარება - გიორგი ბეჟანიშვილი Big 10-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

AutoSharing Option
პარასკევს, 8 თებერვალს ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ BIG 10-ის "ილიონოისის" ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ახალგაზრდა ქართველმა "რატჯერსთან" მატჩში (99:94) 35 ქულა ჩააგდო. მან 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა.

ამ მაჩვენებლით მან გათამაშების 29-წლიანი რეკორდი მოხსნა და პირველკურსელთა შორის ყველაზე მეტი ქულა აიღო.

5 თებერვალს კი "მიჩიგანთან" მოგებულ (79:74) შეხვედრაში 16 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ეს BIG 10-ში ქართველი მოთამაშის პირველი აღიარებაა.

"ილინოისი" შემდეგ შეხვედრას "კოლუმბუსთან" 14 თებერვალს გამართავს.

alt"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი

ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
და პირველი ქართველი კალათბურთელი რომელიც ამერიკაში კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს :დ
აბგდ
13:08 12-02-2019
0

სიახლეები პოპულარული