პარასკევს, 8 თებერვალს ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ BIG 10-ის "ილიონოისის" ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ახალგაზრდა ქართველმა "რატჯერსთან" მატჩში (99:94) 35 ქულა ჩააგდო. მან 18-დან 14 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო გამოიყენა.
ამ მაჩვენებლით მან გათამაშების 29-წლიანი რეკორდი მოხსნა და პირველკურსელთა შორის ყველაზე მეტი ქულა აიღო.
5 თებერვალს კი "მიჩიგანთან" მოგებულ (79:74) შეხვედრაში 16 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ეს BIG 10-ში ქართველი მოთამაშის პირველი აღიარებაა.
"ილინოისი" შემდეგ შეხვედრას "კოლუმბუსთან" 14 თებერვალს გამართავს.