გიორგი ბეჟანიშვილი: საქართველოში ბებია და ბაბუა სულ ტირიან, როცა ტელევიზორში მხედავენ

AutoSharing Option
"ილინოისის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბეჟანიშვილმა BIG 10-ის გათამაშების რეკორდი დაამყარა. მან პირვერკურსელთა შორის ყველაზე მაღალშედეგიანი მატჩი ჩაატარა - მან ანგარიშზე 35 ქულა ჩაიწერა.

herald-review.com-თან საუბრისას 19 წლის კალათბურთელმა საკუთარი წარმატების და ოჯახის შესახებ ისაუბრა:

"მთელი ოჯახი ამაყობს. საქართველოში ბებია და ბაბუა სულ ტირიან, როდესაც ტელევიზორში მხედავენ. ქალაქსა და სამეზობლოში ჩემს ოჯახს ყველა ჩემზე ესაუბრება და ისინიც ამაყობენ.

თქვენც, ჟურნალისტებიც, მიკავშირდებით, მისვამთ კითხვებს, იღებთ ინტერვიუებს. შემდეგ ამას სახლში კითხულობენ და მიხარია, რომ ოჯახი ჩემით ამაყობს" - განაცხადა გიორგი ბეჟანიშვილმა.

8 თებერვალს
ჩატარებული შესანიშნავი მატჩის შემდეგ BIG 10-ის "ილიონოისის" ფორვარდი კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

alt"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]

altპირველი ამერიკული აღიარება - გიორგი ბეჟანიშვილი Big 10-ის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი ეს ბიჭი მომავალში რას მიაღწევს, მაგრამ ჩემი აზრით ამ მომენტში მან თავისი სათქმელი თქვა. ნაწყვეტ ნაწყვეტ რო წერთ, იქნებ მოიკითხოთ და ერთი ინფორმაციული სტატია დაწეროთ მის შესახებ, ვინ არის, რა გზა გაიარა, რას აპირებს და ა.შ... მადლობა და გიოს წარმატებები
რედაქციას
21:24 14-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული