ბეჟანიშვილი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა მეფარემ 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 პასი დაგროვდა. ბეჟანიშვილს პასივში 5 დაკარგვა და 1 პერსონალური ჰქონდა.
ილინოესელთაგან 15-15 ქულა მოაგროვეს აიო დოსუნმუმ და ტრენტ ფრეიზერმა, თუმცა საერთო სარგებლიანობით გამარჯვებულთაგან საუკეთესო ქართულ-ავსტრიული მოქალაქეობის მქონე მოთამაშე – გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ.
5 მოგებითა და 8 მარცხით "ილინოის ფაითინ ილინი" 14-გუნდიან Big Ten-ის კონფერენციაში მე-8 ადგილს ანალოგიური შედეგის მქონე "მინესოტასთან" ინაწილებს. კონფერენციას კი 11-11 მოგებით "მიჩიგანი" და "მიჩიგან სტეიტი" ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ბეჟანიშვილის გუნდი 19 თებერვალს, სტუმრად "ვისკონსინთან" გამართავს.
გიორგი ბეჟანიშვილი: საქართველოში ბებია და ბაბუა სულ ტირიან, როცა ტელევიზორში მხედავენ
"დაუდგით ძეგლი ამ ბიჭს ახლავე" - გიორგი ბეჟანიშვილმა აშშ-ს სტუდენტური ლიგის 29-წლიანი რეკორდი დაამხო [VIDEO]
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით