"მეკობრეებმა" მოიგეს - სანდრო მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის "სეთონ ჰოლი" ამერიკის სტუდენტური ლიგის, Big Eeast-ის კონფერენციაში "ჯორჯთაუნს" შეხვდა და 90:75 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა "მეკობრეების" გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

მამუკელაშვილი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ სანდროს თამაშიდან არცერთი ტყორცნა არ გაუცუდებია. მან სამივე სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

"სეთონ ჰოლმა" 6-6 მოგება-წაგება მოაგროვა და 10-გუნდიან კონფერენციაში მხოლოდ "ვილანოვასა" და "მარკეტს" ჩამორჩება. ქართველი ლეგიონერის გუნდი
მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, "კრეიტონთან" გამართავს.

altგიორგი ბეჟანიშვილი ისევ საუკეთესოა - ქართველის 13 ქულა და 7 მოხსნა [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება "კრეიტონთან"


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული