დავუჭიროთ მხარი გოგა ბითაძეს! - ქართველი ტალანტი ადრიატიკის ლიგის სიმბოლურისთვის იბრძვის

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოკითხვა დაიწყო, რომელმაც სეზონის სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი (1998 და მომდევნო წლებში დაბადებულები) უნდა გამოავლინოს.

ცხადია, აღნიშნულ ლიგაში ჩვენი ინტერესი 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს უკავშირდება, რომელმაც სეზონი სერბულ "მეგა ბემაქსში" დაიწყო, ამჟამად კი, მონტენეგროს საუკეთესო გუნდ "ბუდუჩნოსტში" ირიცხება.

გოგას ჩინებული სტატისტიკა აქვს და მისი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა გასაკვირი სულაც არ იქნება, კიდევ უფრო რეალური კი ისაა, რომ ის გამორჩეულ ახალგაზრდად აღიარონ.

გამოკითხვაში, რომელიც 15 მარტამდე გაგრძელდება, ფანების ხმების წილი 30% გახლავთ, 60%
ადრიატიკის ლიგის მწვრთნელების ხმები იქნება, 10% კი ლიგის ხელმძღვანელობის წილია.

გოგა ბითაძისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

alt"ფოკუსი გოგა ბითაძეზე" - ევროლიგის არხი ქართველ ტალანტს სიუჟეტს უძღვნის [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით,გოგას დახმარება არ სჭირდება.საინტერესოც კია,რას ფიქრობენ და როგორ აფასებენ გოგას ადგილობრივები.მჯერა,რომ აირჩევენ,უბრალოდ, პროცენტი მაინტერესებს.
სოსო
13:17 26-02-2019
0

სიახლეები პოპულარული