კალათბურთი

ლეგიონერები

რატი ანდრონიკაშვილის 10 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი ესპანეთში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა – 17 წლის წევრმა, რატი ანდრონიკაშვილმა სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში მოასპარეზე ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსმა” “გალოფასთან” 85:89 წააგო, ჩვენებურმა კი მოედანზე 13 წუთი გაატარა და 10 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

რატიმ 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. “მირაფლორესს” 11 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 9 მარტს, სტუმრად, ლიდერ
ბურგოსის უნივერსიტეტთან ჩაატარებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით