შერმადინის "უნიკახა" შენგელიას და ჯენინგის "ბასკონიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ერთმანეთს თორნიკე შენგელიას "ბასკონია" და გიორგი შერმადინის "უნიკახა" შეხვდნენ, თუმცა მოედანზე ქართველები ერთმანეთს არ შეხვედრიან. შენგელიას ფეხის ტრავმა კვლავ არ მოურჩენია და რეაბილიტაციის პროცესშია.

ვერ ითამაშა ვერც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა, რომელიც ასევე ტრავმირებულია. თავად მატჩი საინტერესო გამოვიდა. შერმადინის გუნდი პირველ მეოთხედში 14 ქულით დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა – 95:112.

შერმადინი სათადარიგო იყო და 15:02 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 1 ორქულიანი და 2-ვე
საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. 21 მატჩიდან 15 მოგებით "ბასკონია" მე-3 ადგილზეა, ხოლო "უნიკახას" 13 მოგება აქვს და "ვალენსიასა" და "ხუვენტუდთან" ერთად IV-VI ადგილებს ინაწილებს. მორიგი შეხვედრა მალაგურ გუნდს 10 მარტს, შინ, ბექა ბურჯანაძის "დელტეკოსთან" ელის.

altდუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ოვერტაიმში

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული