ფოტო: acb.com
"უნიკახას" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესამ თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
მან გასულ თვეში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საშუალოდ 27 იყო.
გიორგი შერმადინმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. 2017 წელს მან საუკეთესო მოთამაშის პრიზი სამჯერ მიიღო - იანვარში, მარტსა და მაისში. ქართველი ცენტრი იმ დროს "ანდორას" ღირსებას იცავდა.
გიორგი შერმადინის 15 ქულა "უნიკახას" არ ეყო და "ალბას" გადამწყვეტ მატჩში შეხვდება