გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

AutoSharing Option
ფოტო: acb.com

"უნიკახას" ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესამ თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მან გასულ თვეში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საშუალოდ 27 იყო.

გიორგი შერმადინმა აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. 2017 წელს მან საუკეთესო მოთამაშის პრიზი სამჯერ მიიღო - იანვარში, მარტსა და მაისში. ქართველი ცენტრი იმ დროს "ანდორას" ღირსებას იცავდა.

altგიორგი შერმადინის 15 ქულა "უნიკახას" არ ეყო და "ალბას" გადამწყვეტ მატჩში შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერია, მიხარია გიოს წარმატება. ესპანეთში თვის საულეთესო მოთამაშე პატარა ამბავი არ არის. ყოჩაღ და ასე გააგრძელე!
Geo_Dinamo
15:03 11-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული