კალათბურთი

ლეგიონერები

"დეტროიტი" უშუალო კონკურენტთან დამარცხდა - ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და 6 მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
14 მარტს, NBA-ს მომდევნო ტურში ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "მაიამის" ეწვია და 34-ქულიანი სხვაობით 74:108 დამარცხდა.

სტუმართა ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 13:52 წუთში 4 ქულა, 3 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.


ყველაზე შედეგიანი "მაიამის" მოთამაშე ჯასთის ვისლოუ იყო, რომელმაც 16 ქულასთან ერთად, 2 პასსა და 5 მოხსნას მოუყარა თავი.

პასიურები იყვნენ "დეტროიტის" ლიდერები - ანდრე დრ
ამონდი (5 ქულა, 9 მოხსნა) და ბლეიკ გრიფინი (13 ქულა, 3 პასი, 4 მოხსნა).

ამ მარცხის შემდეგ "პისტონსს" ბალანსი 34:33-ზე აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე პოზიციას იკავებს.


აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიას დაბრუნებამდე (ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა) "დეტროიტმა" ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, ბოლო 14 დაპირისპირებიდან კი 12-ჯერ გამარჯვებული გამოვიდა.

ქართველი ვეტერანის გუნდი შემდეგ შეხვედრას "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" 16 მარტს, 03:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფენიქსი - იუტა 97:114
ჰიუსტონი - გოლდენ სტეიტი 104:106
ატლანტა - მემფისი 132:111
ოკლაჰომა - ბრუკლინ ნეტსი 108:96
ვაშინგტონი - ორლანდო 100:90

alt5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" "ბრუკლინთან" დამარცხდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ