კალათბურთი

ლეგიონერები

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზაზა ფაჩულიას მაიამიში ჩააკითხა [PHOTO]

AutoSharing Option
13 მარტს, NBA-ში "დეტროიტ პისტონსმა" მაიამიში "ჰიტთან" მატჩი გამართა, სადაც მონაწილეობა ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც მიიღო.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი - შეხვედრის ფოტოებს ფაჩულია Facebook-ზე ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისინი ერთმანეთის საგულშემატკივროდ მიდიან. ზაზა ფაჩულია 2018 წლის 2 სექტემბერს ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და რაფაელ ნადალის მატჩს დაესწრო და თანამემამულეს უგულშემატკივრა.

Sportall.Ge

 

 

altNew York Times: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველებს სიამაყის მიზეზი მისცა


ასევე დაგაინტერესებთ