ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ლეიკერს" ადვილად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტი" შინ "ლოს-ანჯელეს ლეიკერს" შეხვდა და 111:97 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე საბოლოო ჯამში 9:16 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა მასპინძელთა კალათბურთელმა ლენგსტონ გელოვეიმ ჩააგდო, ანდრე დრამონდმა 19 ქულას 23 მოხსნა მიამატა. ბლეიკ გრიფინმა კი 15 ქულა და 9 პასი მოაგროვა.

"ლეიკერსიდან" ჯავალ მაკგი გამოირჩა, რომელმაც 20 ქულასა და 13 მოხსნას მოუყარა თავი. კაილ
კუზმამ 12 ქულა, 10 პასი და 6 მოხსნა მიითვალა.

ამ მოგების შემდეგ "დეტროიტს" 35 გამარჯვება და 33 მარცხი დაუგროვდა, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე აღზევდა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს შინ 18 მარტჩს "ტორონტოსთან" ჩვენი დროით 00:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლიპერსი-ჩიკაგო 128:121
სან ანტონიო-ნიუ იორკი 109:83
ჰიუსტონი-ფინიქსი 108:102
მაიამი-მილუოკი 98:113
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 110:122
ფილადელფია-საკრამენტო 123:114
ვაშინგტონი-შარლოტი 110:116
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეიკერსი ბრუნვაში ორი ს_თი იწერება ანუ ლეიკერსს.
სტატუს ქუო
21:46 16-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული