ბექა ბურჯანაძემ "ბრეოგანს" 30 ქულა ჩაუგდო!

AutoSharing Option
ლიგა ენდესას 23-ე ტურში ბექა ბურჯანაძის "გიპუსკოამ" საკუთარ მოედანზე "ბრეოგანი" 100:65 დაამარცხა.

ბურჯანაძემ 27:24 წუთში 30 ქულა (10-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი, 5-დან 5 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ბექა სარგებლიანობის 37-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"გიპუსკოა" 5 მოგებით უკანასკნელ, მე-18 ადგილზეა და 23 მარტს სტუმრად "ტენერიფეს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული