შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 18:41 წუთი მაინც გაატარა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 10 შეადგინა.
"უნიკახას" 23 ტურის თავზე 14 მოგება და 9 წაგება აქვს და მე-6 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი 24 მარტს, "ობრადოიროს" უმასპინძლებს.
ქულა" />ბექა ბურჯანაძემ "ბრეოგანს" 30 ქულა ჩაუგდო!
მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.