კალათბურთი

ლეგიონერები

Bleacherreport: დრაფტზე გოგა ბითაძეს 27-ე ნომრად "ბრუკლინი" აირჩევს

AutoSharing Option
გამოცემა Bleacherreport-ი მონტენეგროული "ბუდუჩნოსტის" ცენტრს, გოგა ბითაძეს
დრაფტის 27-ე ნომრად მოიაზრებს.

"სტუდენტური სპორტის ეროვნული ასოციაციის (NCAA) საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად იზრდება ყურადღება NBA-ს დრაფტის მიმართ.

ივნისში პირველ ნომრად არჩევის აშკარა ფავორიტი "დიუკის" სიონ უილიამსონი ითვლება, მაგრამ მის გარდა, დრაფტის პირველ ხუთეულში "დიუკის" კიდევ ორი მოთამაშე - არ ჯეი ბარეტი და კემ რედიში მოიაზრება", - წერს გამოცემა.

რაც შეეხება სხვა პოზიციებს, Bleacherreport-ის ინფორმაციით, პირველი რაუნდის 27-ე ნომრად "ბრუკლინ ნეთსი" სწორედ გოგა ბითაძეს აირჩევს.

მომზადებულია bleacherreport.com-ის მიხედვით