მაგარი ამბავი! - გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP გახდა

AutoSharing Option
19 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ადრიატიკის ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ბითაძემ ეს აღიარება ლიგაში საკუთარი დომინაციით დაიმსახურა. ლიგის 2018/19 წლების სეზონი დასრულდა და შედეგების შეჯამების შემდეგ რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე "ბუდუჩნოსტის" დიდი კაცი გახდა", - წერს საიტი.

ბითაძე სეზონში საშუალოდ 16.3 ქულას, 6.4 მოხსნას, 2 ბლოკს, 0.9 გადაცემას აგროვებდა, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი საშუალოდ მატჩში 20-ს აღწევდა.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე ბითაძემ ოქტომბრის MVP-ს ტიტული მიიღო და
ასევე 21-ე ტურის MVP-ც გახდა.

გოგა ბითაძის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მომენტები ადრიატიკის ლიგაში

"მიუხედავად ბითაძის სტატისტიკური და ინდივიდუალური გამაოგნებელი მიღწევებისა, ის "ბუდუჩნოსტის" გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ლიგის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა. ამან მნიშვნელოვნად განაპირობა მისი რეგუალური სეზონის MVP-დ გამოცხადება", - აღნიშნავს ლიგის საიტი.

ამ ყველაფრის გარდა, ბითაძე ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხდა და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად დაასახელეს.

Sportall.Ge

ბითაძეს დიდი ხანია NBA-ს სკაუტები აკვირდებიან. ეს მნიშვნელოვანი აღიარება კი უკვე ნამდვილად იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალგაზრდა ქართველ ვუნდერკინდს NBA-ს დრაფტზე პირველივე რაუნდში აირჩევენ და თანაც მაღალი პიკით.

"ბუდუჩნოსტმა" რეგუალური სეზონის მესამე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში "ცედევიტას" შეხვდება. პირველ მატჩს გოგა ბითაძის სტუმრად 25 მარტს ჩვენი დროით 22:00 საათზე გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
martla zalian magaria.genacvale shen.carmatebebi
robi
22 მარტი 2019 14:29
0
ყოჩაღ გოგა, ძალიან მაგარია
ყოჩაღ გოგა
21 მარტი 2019 17:47
0
წარმატებები, გოგა! კიდევ მრავალი აღიარება მოგეპოვებინოს და მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი ქართველი (და არა მარტო ქართველი) ფანები!
Fani
21 მარტი 2019 17:28
0
Sex, Droga, Bitadze Goga !!!
Felisio
21 მარტი 2019 16:35
0
ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ვულოცავ ამ მიღწევას ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს და გოგას შემდგომ წინ სვლას ვუსურვებ.
გიორგი
21 მარტი 2019 16:23
0
გენაცვალე გოგა, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. წარმატებებს გისურვებ საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!
შალვა 73
21 მარტი 2019 16:06
0
სადა ხართ, თავში არ აუვარდესო რომ გაჰკიოდით, ასეთი პროგრესი მხოლოდ უდიდესი მონდომების და შრომის ფასად მიიღწევა, ამას რად უნდა ჭკუი სწავლება, ჩამოყალიბებული პროფესიონალია, იცის რა სჭირდება მიზნის მისაღწევად, კარგი მაგალითი არშემდგარი ტალანტებისთვის. ყოჩაღ! უდიდესი მიღწევაა, საამაყო და მისალო მომენტია. წინ გოგა!!!
გენიოსებს
21 მარტი 2019 16:06
0
ყოჩაღ გოგა, ასე გააგრძელე! გოგას განვლილი გზა სხვა ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვისაც შესანიშნავი მაგალითია, ყველას გვახსოვს გოგა ევრობასკეტ 2017-ის შემდეგ რომ გამოჩნდა საქართველოს ნაკრებში და იმის შემდეგ დიდი ნაბიჯებით ვითარდება, წელიწად ნახევარში უდიდესი პროგრესი განიცადა და იმედია ნბა-შიც გვასახელებს.
გულშემატკივარი
21 მარტი 2019 15:57
0
საოცარი ამბავია !!!! მაგრაად გამიხარდა
აბგდ
21 მარტი 2019 15:41
0
მაღალი პიკით რას ნიშნავს? მაღალ ხელფასს?
ზაზა
21 მარტი 2019 15:40
0
ეს ნიშნავს, რომ იმ მოთამაშეების სიაში მოხვდება, რომლებსაც გუნდები პირველ რიგში აირჩევენ. ასეთ მოთამაშეებს კი შესაბამისად ხელფასიც მაღალი აქვთ.
გუგა
21 მარტი 2019 17:09
0

სიახლეები პოპულარული