კალათბურთი

ლეგიონერები

ბურჯანაძე ისევ საუკეთესოა - ქართველი მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის შედეგიანობამ "დელტეკოს" შედეგიანობაზე იმოქმედა და სანსებასტიანურმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარვება იზეიმა. ქართველმა ფორვარდმა წინა ტურში მოგროვებული 30 ქულით "დელტეკოს" "ბრეგანი" დაამარცხებინა, ხოლო გასულ მატჩში სტუმრად, "იბეროსტართან" შეხვედრაშიც გამარჯვებისკენ ულიდერა თავისიანებს. ესპანური ლიგის აუტსაიდერმა "დელტეკომ" საპლეიოფე გუნდი 67:60 დაამარცხა, ბურჯანაძე კი მატჩის MVP გახდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გახლდათ და ორივე გუნდის რიგებშიც საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 32:14 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 8-დან 2 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო
ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძე ორივე გუნდის რიგებში ჩაგდებული ქულების რაოდენობით (14) და მარგი ქმედების კოეფიცინტით (20) საუკეთესო გახლდათ. შესაბამისად, მატჩის MVP-იც გახდა.

24 ტურიდან 6 გამარჯვებით "დელტეკო" ბოლო ადგილეა და ქულით ჩამორჩება "ბრეგანს". შემდეგ ტურში, 30 მარტს სანსებასტიანელები ურჯანაძის ყოფილ გუნდ "ანდორას" უმასპინძლებენ. 

altბექა ბურჯანაძემ "ბრეოგანს" 30 ქულა ჩაუგდო!

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ