კალათბურთი

ლეგიონერები

"დეტროიტი" დამარცხდა და "გოლდენ სტეიტს" ესტუმრება - ფაჩულიას 6 წუთი და უქულო მატჩი

AutoSharing Option
23 მარტს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "პორტლენდს" ესტუმრა და ანგარიშით 112:117 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა და აქტივში 1 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 ქულა მასპინძელთა მოთამაშე დემიენ ლილარდმა ჩააგდო. "დეტროიტიდან" კი ყველაზე მეტი, 27 ქულა ბლეიკ გრიფინმა მოაგროვა.

ანდრე დრამონდმა ყველაზე მეტი, 11 მოხსნა მოიპოვა და 19 ქულა ჩააგდო.

"დეტროიტს" 37 მოგება და 35 მარცხი მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით "პისტონსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 25 მარტს სტუმრად
"გოლდენ სტეიტთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ