"უნიკახამ" "მონბუსი" დაამარცხა - გიორგი შერმადინის ანგარიშზე 4 ქულა და 4 მოხსნაა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში გამარჯვება იზეიმა. მალაგელებმა "მონბუსს" უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის წინ ქულით აგებდნენ, მაინც დამაჯერებლად გაიმარჯვეს - 74:63.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. შერმადინს ჯარიმა არ მიუღია, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა, მასზე კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ. გამარჯვებულთაგან სარგებლიანობის 21 ინდექსით საუკეთესო იყო ბრაიან რობერტსი, ხოლო შერმადინის ინდექსმა 4
ერთეული შეადგინა.

15 მოგებითა და 9 მარცხით მალაგელები ცხრილში მე-4-მე-5 ადგილებს "ვალენსიასთან" იყოფენ. შემდეგი ტურის მატჩს "უნიკახა" სტუმრად "სარაგოსასთან", 31 მარტს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გაასწორეტ ტუ სეიზლება მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 ერტეული და არა 4 ერტეული
lugu123
10:42 25-03-2019
0
თავის დროზე,საქართველოს ჩემპიონატში,გიორგი ძალიან კარგად ისროდა სამქულიანებს.ცენტრისათვის ეს შესანიშნავი თვისებაა და რატომ აღარ იყენებს ნეტავი?
სოსო
10:16 25-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული