ტრავმამორჩენილი თორნიკე შენგელია 11 ქულით და გამარჯვებით დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მარტს "რეალთან" მატჩში ტრავმირებული "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია დაბრუნდა.

31 მარტს შენგელია ლიგა ენდესას 25-ე ტურში "ბასკონიას" საკუთარ მოედანზე "ესტუდიანტესის" განადგურებაში (104:67) დაეხმარა.

შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 17:23 წუთში 11 ქულა (10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

"ბასკონია" 18 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 7 აპრილს სტუმრად "მურსიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი თამაში კი არა უკვე მაგარ ფორმაშია...ყოჩაღ თოკო!
emigranti
02 აპრილი 2019 02:13
0
ძალიან ძლიერია თოკო, და ძალიან დაგვაკლდა შესარჩევში
მინდია
01 აპრილი 2019 13:36
0
ჯიგარი ხარ თოკო!!!
ათმაგად სასიხარულო ფაქტია, თოკოს დაბრუნება!!!
უჰ გენაცვალე, თან რა "გადაატენა" ბოლოს...
აჩი
01 აპრილი 2019 13:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული