ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ინდიანასთან" მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი", რომელიც პირველ აპრილს "ინდიანას" ესტუმრა და 102:111 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სათადარიგოთა შორის იყო და პარკეტზე გატარებულ 10:46 წუთში მხოლოდ 1 მოხსნას და 1 პასს მოუყარა თავი.

ყველაზე შედეგიანი "დეტროიტის" მოთამაშე უეინ ველინგტონი იყო, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 26 ქულა, 2 პასი და 4 მოხსნა ჩაიწერა.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "პისტონსის" ერთ-ერთ ლიდერს, ბლეიკ გრიფინს, ანდრე დრამონდის ორმაგი დუბლი კი მის გუნდს გამარჯვებისთვის არ ეყო. ამერიკელის აქტივში 18
ქულა, 5 პასი და 17 მოხსნაა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე "დეტროიტს" 5 შეხვედრა დარჩა და ამ მომენტისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 მოგებითა და 38 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს, მე-9 ადგილზე მყოფ "ორლანდოს" კი 38 გამარჯვება და 40 მარცხი აქვს.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას 4 აპრილს, ჩვენი დროით 03:00 საათზე კვლავ "ინდიანასთან", ამჯერად სახლში გამართავს.

დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ბოსტონი-მაიამი 110:105
ბრუკლინ ნეტსი-მილუოკი 121:131
ნიუ იორკ ნიქსი-ჩიკაგო 113:105
ტორონტო-ორლანდო 121:109
მინესოტა-პორტლენდი 122:132
დალასი-ფილადელფია 122:102
იუტა-შარლოტი 111:102
ფენიქსი-კლივლენდი 122:113
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული