კალათბურთი

ლეგიონერები

bleacherreport.com: გოგა ბითაძე დრაფტის მე-14 ნომერი იქნება და "ბოსტონი" აირჩევს

AutoSharing Option
ცნობილი სპორტული გამოცემა bleacherreport.com-ი NBA-ს დრაფტამდე 2 თვით ადრე 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს დრაფტის მე-14 ნომრად მოიაზრებს და მას პირველ რაუნდში "ბოსტონ სელტიკის" მიერ არჩევას უწინასწარმეტყველებს.

10 დღის წინ გამოქვეყნებულ სიაში გოგა ბითაძე მე-20 ნომრად იყო მიჩნეული.

პირველ ნომრობას კვლავ არავის უთმობს "დიუკის" ფორვარდი სიონ უილიამსონი. გამოცემა მეორე პიკად ჯო მორანტს მიიჩნევს, მესამედ კი - არჯეი ბარეტს.

ტეგები: