10:41 10-04-2019
"დეტროიტის" მნიშვნელოვანი გამარჯვება - ფაჩულიას გუნდს პლეი-ოფისთვის კიდევ ერთი მოგება მართებს [VIDEO]
AutoSharing Option
"პისტონსმა" "მემფისი"100:93 დაამარცხა და პლეი-ოფისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 7 წუთი გაატარა და ამ დროში თავი 3 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა.
ყველაზე შედეგიანი "დეტროიტის" მოთამაშე იშ სმიტი იყო, რომელმაც თავი 22 ქულას, 4 პასს და 3 მოხსნას მოუყარა. 20 ქულით და 17 პასით გამოირჩა ანდრე დრამონდი, ბლეიკ გრიფინმა კი ცუდი შეხვედრა ჩაატარა - 18:21 წუთში 5 ქულა, 1 პასი, 3 მოხსნა.
ზაზა ფაჩულიას გუნდი რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრას 11 აპრილს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს.
იმ შემთხვევაში, თუ "დეტროიტი" დამარცხდება, ხოლო მისი კონკურენტი "შარლოტი" "ორლანდოსთან" გაიმარჯვებს, ვეტერანი ქართველის გუნდი პლეი-ოფს მიღმა დარჩება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ნიუ-იორკს ყველა უგებს ვისაც არ ეზარება და ესენი თუ ვერ მოუგებენ არც ყოფილან მაშინ გასვლის ღირსები.
8
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული