ხმა მიეცით გოგა ბითაძეს! - გამოკითხვა ევროლიგის საუკეთესო ტალანტის გამოსავლენად

AutoSharing Option
გავლენიანი საკალათბურთო გამოცემა eurohoops.net-ი ევროლიგის საუკეთესო ტალანტის გამოსავლენად გამოკითხვას ატარებს.

სამ კანდიდატს შორის, რომლებიც თავად გამოცემამ გამოარჩია, ერთ-ერთი გოგა ბითაძეა.

"შესაძლოა, რამდენიმე თვის წინ მისი სახელი არ იცოდით, ამ სეზონში კი გოგა ბითაძე "ბუდუჩნოსტმა" გაიფორმა. რეგულარული სეზონის მეორე ნახევარში ქართველმა 12 მატჩი გამართა და დაამტკიცა, რომ კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ტალანტია.

მას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 20 წლისაც არ არის. სეზონის საუკეთესო მატჩი მილანში ჰქონდა, როდესაც 23 ქულა, 8 მოხსნა და 3 ბლოკი დააგროვა", - წერს გამოცემა.

გოგა
ბითაძის საშუალო მონაგარი ევროლიგის 12 მატჩში 11.8 ქულა, 6.3 მოხსნა და 2,5 ბლოკია.

ხმის მიცემა ამ ბმულზეა შესაძლებელი.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული