კალათბურთი

ლეგიონერები

ზაზა ფაჩულიას მე-9 პლეი-ოფი კარიერაში! - NBA-ს რეგულარული დასრულდა და პლეი-ოფები გაირკვა

AutoSharing Option
11 აპრილს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "ნიუ იორკ ნიქსს" ესტუმრა და 26-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:89 დაამარცხა.

ამ მატჩის შემდეგ "დეტროიტს" აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგება და 41 წაგება დაუგროვდა. "პისტონსმა" საბოლოოდ მერვე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

16-წლიანი კარიერის განმავლობაში ზაზა ფაჩულია პლეი-ოფში მეცხრედ გავიდა. "დეტროიტი" პლეი-ოფში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულს, "მილუოკის" შეხვდება.

ქართველმა ცენტრმა, ტრადიციისამებრ, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 15:37 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. ამასთან ერთად, ბურთი ორჯერ დაკარგა. ზაზამ
4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.


ყველაზე მეტი, 27 ქულა დეტროიტელმა ლიუკ კენარდმა ჩააგდო. რეჯი ჯეკსონმა 21 ქულა მიითვალა, ანდრე დრამონდმა კი 20 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა. ბლეიკ გრიფინს არ უთამაშია.


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დენვერი-მინესოტა 99:95
კლიპერსი-იუტა 143:137 (126:126)
პორტლენდი-საკრამენტო 136:131
ატლანტა-ინდიანა 134:135
ბრუკლინი-მაიამი 113:94
შარლოტი-ორლანდო 114:122
მემფისი-გოლდენ სტეიტი 132:117
მილუოკი-ოკლაჰომა 116:127
ფილადელფია-ჩიკაგო 125:109
სან ანტონიო-დალასი 105:94

ეს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღე იყო. შესაბამისად, პლეი-ოფის მონაწილე გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის საგზურები მოიპოვეს:

1. გოლდენ სტეიტი
2. დენვერი
3. პორტლენდი
4. ჰიუსტონ როკეტსი
5. იუტა ჯაზი
6. ოკლაჰომა
7. სან ანტონიო
8. კლიპერსი

აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის საგზურები მოიპოვეს:

1. მილუოკი ბაქსი
2. ტორონტო
3. ფილადელფია
4. ბოსტონ სელტიქსი
5. ინდიანა
6. ორლანდო
7. ბრუკლინ ნეთსი
8. დეტროიტ პისტონსი

რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი "მილუოკიმ" დააფიქსირა. ბერძენი იანისის ლიდერობით, "მილუოკიმ" 82 შეხვედრიდან 60 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გასულ "ტორონტოს" 58 მოგება დაუგროვდა, ხოლო დასავლეთში პირველზე გასულ "გოლდენს სტეიტს" - 57.

საპლეიოფო წყვილები კი ასე გამოიყურება:

მილუოკი-დეტროიტი. 15 აპრილი, 03:00
ბოსტონი-ინდიანა. 14 აპრილი, 21:00
ფილადელფია-ბრუკლინი, 13 აპრილი, 22:30
ტორონტო-ორლანდო. 14 აპრილი, 01:00
გოლდენ სტეიტი-კლიპერსი. 14 აპრილი, 04:00
ჰიუსტონი-იუტა ჯაზი. 15 აპრილი, 05:30
პორტლენდი-ოკლაჰომა. 14 აპრილი, 23:30
დენვერი-სან ანტონიო. 14 აპრილი, 06:30
ასევე დაგაინტერესებთ