გოგა ბითაძემ "ცრვენა ზვეზდას" 2 სამქულიანი ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტმა" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 აპრილს, ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" 72:91 დამარცხდა.

სტუმრებმა მეტოქეს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა დაჯაბნეს. ბითაძე მესამე მეოთხედში პერსონალურებით დაიტვირთა, მწვრთნელი იძულებული იყო დაესვენებინა და სწორედ იმ მომენტში მოახერხა სერბულმა გუნდმა გაქცევა.

ბითაძემ 6 ქულა (3-დან 2 სამქულიანი), 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

14 აპრილს ეს გუნდები ერთმანეთს ისევ ბელგრადში შეხვდებიან. შეგახსენებთ, ფინალური სერია 3 მოგებამდეა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თვითონ გოგა აზრზზე არ იყო რას თამაშობდა,ასევე არც მისი მწვრთნელი იყო აზრზზე გოგასთან მიმართებაში,მიუხედავათ იმისა,რომ შეხვედრის სტარტი გოგასთვის შესანიშნავი გამოდგა,მაგრამ მან ყველაფერი გაანიავა და ითამაშა ანტი კალათბურთი.
roma
13 აპრილი 2019 13:18
0

სიახლეები პოპულარული