ბექა ბურჯანაძის "დელტეკო" კვლავ ბოლო ადგილზეა - ბექა ბურჯანაძის 9 ქულა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "დელტეკომ" ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგო. 27-ე ტურში სანსებასტიანელები "მანრესას" ესტუმრნენ და 10 ქულის სხვაობით - 74:84 დამარცხდნენ.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 25 წუთიც გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგის ქმედების კოეფიციენტმა მხოლოდ 3 შეადგინა.

"გიპუზკოა" 27 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 20 წაგებით ისევ ბოლო საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 20 აპრილს, "ჟუვენტუტს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული