კალათბურთი

ლეგიონერები

გოგა ბითაძემ "ცრვენა ზვეზდას" 9 ქულა ჩაუგდო - "ბუდუჩნოსტი" განადგურდა

AutoSharing Option
14 აპრილს, ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ბელგრადში" "ცრვენა ზვეზდასთან" ანგარიშით 65:103 განადგურდა.

მასპინძლები მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და ადვილად გაიმარჯვეს. საერთოდაც, "ცრვენა ზვეზდა" "ბუდუჩნოსტზე" გაცილებით უკეთესი გუნდია.

ქართველმა ცენტრმა 18:28 წუთში 9 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 9-დან 7 საჯარიმო) და 5 მოხსნა მიითვალა. მან შეხვედრის დასრულებამდე 3:28 წუთით ადრე მიიღო მე-5 პერსონალური და მოედანი დროზე ადრე დატოვა.

ამრიგად, არმიული გუნდი 2:0 დაწინაურდა და შემდეგი მატჩი პოდგორიცაში 17 აპრილს გაიმართება. სერია 3 მოგებამდეა.