"ბასკონიამ" ცსკა-ს სერიაში ანგარიში გაუთანაბრა - თორნიკე შენგელიამ 7 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 აპრილს, ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალის სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მოსკოვში ცსკა 78:68 დაამარცხა.

მოსკოვში დიდი ანგარიშით (68:94) წაგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ბასკური გუნდი პარკეტზე მობილიზებული გავიდა, თავიდანვე დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგო, საბოლოოდ კი 10-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

შენგელიამ 22:37 წუთში 7 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 3-დან 0 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, მეტ ჯენინგის ანგარიშზე 9:23 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნაა.

სერიაში, რომელიც 3 მოგებამდეა, ანგარიში
გათანაბრდა და შემდეგი მატჩები ვიტორიაში 24 და 26 აპრილს გაიმართება. თუ გამარჯვებული შემდეგ ორ შეხვედრაში ვერ გაირკვა, გადამწყვეტი მატჩი მოსკოვში ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტვინიკოს, რა შუაშია საქართველოს ნაკრებში ჩარიცხვა?
Giorgi
19 აპრილი 2019 10:07
2
ამ ბოლო დროს თოკო საჯარიმოებს საშინლად ისვრის. ჯენინგი და თად მაკფადენი რაც საქართველოს ნაკრებში ჩაირიცხნენ 30 და 40 ქულების ნაცვლად თავიანთ კლუბებში 5 და 7 ქულას ყრიან
mdaaa
18 აპრილი 2019 23:13
1

სიახლეები პოპულარული