კალათბურთი

ლეგიონერები

euroleague.net: შეძლებს ცსკა თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" შეჩერებას?

AutoSharing Option
ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ყურადღებას ამახვილებს პლეი-ოფის შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას და "ბასკონია"-ცსკა-ს დაპირისპირებაზეც წერს.

"2008 წლის შემდეგ მოსკოველებს სახლში არ წაეგოთ პლეი-ოფის შეხვედრაში და მათი დამარცხება ბასკურმა კლუბმა მოახერხა. არმიელთა კლუბი იშვიათად თუ ყოფილა ასეთ მდგომარეობაში. მათ აუცილებლად სჭირდებათ ორიდან 1 თამაშის მოგება ვიტორიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროლიგას დაემშვიდობებიან.

"ბასკონიას" მიერ ბოლო კვირებში ჩატარებული მატჩების ხარისხიდან გამომდინარე,  ევროლიგაში დარჩენა ცსკა-ს ძალიან გაუჭირდება.

ესპანელებს დამატებითი მოტივაცია აქვთ, ოთხთა ფინალი მათ კედლებში გაიმართება. "ფერნანდო ბუესას" არენაზე 2019 წელს "ბასკონიამ" ევროლიგის ფარგლებში 9 შეხვედრა ჩაატარა
და 8 მოიგო, მათ შორის, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

ბასკები სახლში საშუალოდ 86.6 ქულას აგროვებენ და 11-ქულიანი სხვაობით იგებენ, თან ახლა ტრავმამოშუშებული კაპიტანი დაუბრუნდათ - თორნიკე შენგელია, რითიც ამ შედეგების გაზრდის შანსმაც მოიმატა.

შეძლებს კი ცსკა მათ შეჩერებას?"- წერს საიტი.

ასევე დაგაინტერესებთ