"ბუდუჩნოსტმა" "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგობა ვერ გაუწია - გოგა ბითაძემ ევროპაში ბოლო მატჩი ჩაატარა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აპრილს, ბელგრადში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტი" ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეხუთე, გადამწყვეტ მატჩში "ცრვენა ზვეზდასთან" 54:97 განადგურდა.

შეხვედრის დაწყების წინ მოედანზე მასპინძელთა ფანები სტუმარ კალათბურთელებს შეუცვივდნენ. ისინი გასახდელში გავიდნენ და თამაში 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. აშკარაა, ამ ინციდენტმა შეხვედრას დაღი დაასვა და პოდგორიცელები უჩვეულო ანგარიშით დამარცხდნენ.

ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ, პირველი ტაიმი 26 ქულით მოიგეს, საბოლოოდ კი 43 ქულით იმარჯვეს.

არმიულმა გუნდმა სერია 3:2 მოიგო და ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული გახდა.

ბითაძემ 16:03 წუთში 7 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი,
7-დან 3 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა.

შეგახსენებთ, გოგამ დრაფტზე მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და შესაძლოა, ევროპაში უკანასკნელად ითამაშა. არაა გამორიცხული, მისი ფინალურ სერიაში არცთუ შთამბეჭდავი ასპარეზობა ამ ფაქტორმაც გამოიწვია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
1-2 პერიოდს ვუყურე და ბუდუჩნოსტი ფინალში როგორ გავიდა ვერ მივხვდი... ბითაძესაც ძალიან აქვს მოკლებული, საკალთბურთო ინტელექტი თუ ვერ განავითარა ეგრე შორს ვერ წავა, 1 წამში ორი უაზრო ფოლის აღებას დიდი მონდომება უნდა!!!
Musenbezi
20:54 23-04-2019
1
როდიდან გახდა "ცრვენა ზვეზდა" არმიული კლუბი? არმიული კლუბი იუგოსლავიაში და ახლანდელ სერბეთში "პარტიზანია".

ზვეზდა უდბას, იგივე შინსახკომის დაარსებულია, დღეს კი ქალაქის ბიუჯეტზე ზის.
Leonti
11:16 23-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული