კალათბურთი

ლეგიონერები

გოგა ბითაძემ და ჟასმინ რეპეშამ "ბუდუჩნოსტი" დატოვეს

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "ცრვენა ზვეზდასთან" განადგურების (54:97) შემდეგ "ბუდუჩნოსტი" მწვრთნელმა ჟასმინ რეპეშამ და ცენტრმა გოგა ბითაძემ დატოვეს.

ბითაძე გუნდს სოციალური ქსელით დაემშვიდობა:"ყველაფრისათვის მადლობა, არასოდეს არ დაგივიწყებთ. მუდამ ჩემს გულში დარჩებით".

შეგახსენებთ, 21 აპრილს გოგამ NBA-ს დრაფტზე მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა.

რეპეშამ კი გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა. პოდგორიცულმა კლუბმა მას ოთხთვიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.