დაბრუნებული გოგა ბითაძე "მეგა ბემაქსს" 10 ქულით შეეწია

AutoSharing Option
გოგა ბითაძე 5 თვის შემდეგ "ბუდუჩნოსტიდან" "მეგა ბემაქსში" დაბრუნდა და სერბეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში "ნოვი პაზარის" დამარცხებაში (97:95) დაეხმარა.

ბითაძემ 19:10 წუთში 10 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

უფრო მეტადაც დაეხმარებოდა თავის გუნდს, მაგრამ როგორც ხშირად მოსდის ხოლმე, 5 პერსონალური მიიღო და დროზე ადრე დატოვა პარკეტი.

"მეგა ბემაქსს" 1 მოგება აქვს და 5 მაისს სტუმრად "სლობოდას" შეხვდება. 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი-ოფში 4 გუნდი გადის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ პერსონალურებზე დიდი მუშაობა მოუწევს გოგას, სასწრაფოდ გამოსასწორებელი და მისახედია.
წარმატებები გოგას ყველა მიმართულებით!!!
აჩი
03 მაისი 2019 09:56
0

სიახლეები პოპულარული