თორნიკე შენგელიამ ლიდერ "ბარსელონას" სტუმრად 18 ქულა ჩაუგდო - "ბასკონიამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მაისს, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ლიგა ენდესას 29-ე ტურში "პალაუ ბლაუგრანაში" "ბარსელონა" 84:72 დაამარცხა.

პირველი და მეორე მეოთხედი ქულა-ქულაში მიდიოდა, მესამე მეოთხედში სტუმრები 6 ქულით წინ გაიჭრნენ და საბოლოოდ 12 ქულით იმარჯვეს.

შენგელია როგორც ადრე აღვნიშნეთ, ფორმაში ჩადგა, გასულ ტურში "ფუენლაბრადას" 22 ქულა ჩაუგდო, ამ მატჩში კი 23:55 წუთში 18 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მეტ ჯენინგს ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია.

"ბასკონია" 22 მოგებით მესამე
ადგილზეა, "ბარსელონასა" და "რეალს" 1 ქულით ჩამორჩება და 5 მაისს, მომავალ ტურში "მანრესას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Es ra grafika tu rac qvia videosi bandzi versia ar xsnis videos unda elodo avto plyeis daayenet chveulebriv dzveli versia ra
Emigranti
04 მაისი 2019 20:46
0
თოკომოტივი ;)
ნიკა
04 მაისი 2019 18:43
0
ნაკრებს და სამშობლოს თუ კი ვეღარ ადგებიან, რა მნიშვნელობა აქვს შეუჩერებლია თუ შეჩერებული...
გივი
04 მაისი 2019 18:37
7
თოკო შეუჩერებელი
irakli
04 მაისი 2019 10:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული