ცენტრი სამიანებს ასე აგდებდეს?! - გოგა ბითაძის 25 ქულა და 11 მოხსნა 26 წუთში!

AutoSharing Option
გოგა ბითაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სერბეთის ჩემპიონატში. მისი "მეგა ბიმაქსი" სტუმრად "დინამიკს" ხვდებოდა და მასპინძელ გუნდს უპრობლემოდ, ანგარიშით 102:85 მოუგო. მოედანზე კი საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ცენტრი გახლდათ.

გოგამ არასრულ 27 წუთში 25 ქულა მოიპოვა. მან 10-დან 6 ორქულიანი, 4 დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, ბითაძემ 25 ქულას 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკიც დაამატა.

გოგა ბითაძის ასეთი თამაში არავის გვიკვირს, თუმცა განსკუთრებული აღნიშვნის ღირსი ს
ამქულიანების მაჩვენებელია. 4-დან 3 ჩაგდებული სამქულიანი ცენტრისთვის დაუჯერებლად კარგი შედეგია.

ამ მოგების შემდეგ "მეგა ბიმაქსი" B ჯგუფში მხოლოდ "პარტიზანს" ჩამორჩება. გოგას გუნდი შემდეგ შეხვედრას "ტამიშთან" გამართავს.

altგოგა ბითაძე ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა [VIDEO]


alt"მას აქვს ის, რაც სხვებს არ აქვთ" - "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" გოგა ბითაძეს ურჩევენ


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ გიკვირთ ცენტრი ასე აგდებდესო?? რა ვერ გაიგეთ რომ შეიცცვალა კალათბურთი და თანამედროვე კალათბურთში ასეთი ტიპის კალათბურთელებია: იოკიჩი რას შვრება მიადევნეთ თვალი და მიხვდებით, და სხვები. თუ ძველად გაინტერესებთ საბონისიც აგდებდა სამიანებს. გოგა არის უნივერსალური მოთამაშე,რადგან თავიდანვე სწორად ამზადებდნენ და ის რომ აი არიქა ცენტრი ხარო 12 წლის ასაკში და მარტო მოხსნებზე იმუშავეო რომ არავინ უთხრა და მრავალმხრივ მოამზადეს დღეს შედეგი სახეზეა.წარმატებები მას . ძალიან კარგი მოთამაშეა
Morris
13:53 10-05-2019
0
ყოჩაღ გოგა! შენი დიდი გულშემატკივარი ვარ, გთხოვ გაამართლე ჩვენი იმედები. უფალი გფარავდეს და ჯანმრთელად ყოფილიყავი მუდამ! გოგას მიმოხილვა აკლია ამ სტატიას :)
დავითი
10:43 10-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული