გოგა ბითაძე ზაზა ფაჩულიას გზაზე - ქართველ ტალანტს "დეტროიტს" და "ატლანტას" უკავშირებენ

AutoSharing Option
ამერიკულმა გამოცემამ, Bleacherreport.com-მა, რომელიც დრაფტის შესახებ ყოველდღიურად ახალ პროგნოზს აქვეყნებს, 28 და 29 მაისს საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა.

28 მაისის პროგნოზში გამოცემა 19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს დრაფტის მე-15 ნომრად მოიაზრებს და "დეტროიტ პისტონსს" უკავშირებს.

სწორედ ამ გუნდში გაატარა ბოლო სეზონი ვეტერანმა ზაზა ფაჩულიამ, თუმცა კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ამჯერად უკლუბოდაა. მისი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება, თუმცა რეგულარული სეზონი უკვე დასრულებულია.

"ბითაძე აშშ-ში გადმოსვლამდე სერბეთში თამაშობდა, სადაც მაისში მატჩში საშუალოდ 19.8 ქულას აგდებდა. მისი შედეგიანობა მას შემდეგ კიდევ უფრო
გაიზარდა, რაც სამქულიანი სროლა გააუმჯობესა და უფრო მრავალმხრივი გახდა", - ვკითხულობთ Bleacherreport.com-ზე.

29 მაისს გამოქვეყნებულ პროგნოზში კი გოგა ბითაძე 5 საფეხურით წინ არის წაწეული, მე-10 ნომრად განიხილება და მას "ატლანტას" უკავშირებენ, კლუბს, სადაც ზაზა ფაჩულიამ ყველაზე დიდი დრო გაატარა.

NBA-ს დრაფტი 20 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯერ ბევრი უნდა ივარჯიშოს რომ რაღაცას მიაღწიოს და შერმადინივით არ შემოგვაბერდეს.
sdfffff
31 მაისი 2019 01:44
2
მიყვარს და პატივს ვცემ ესეთ ახალგაზრდებს, როგორიც გოგაა, გიორგი ჩაკვეტაძეა, პატრიოტები, თავდაბლები, შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები, არავითარი ამპარტავნობა, ვუსურვებ მათ წარმატებებს და კარიერას სერიოზული ტრავმის გარეშე, ღმერთმა გვიმრავლოს ესეთი ახალგაზრდები ყველა სფეროში!
llcl
30 მაისი 2019 14:17
0
აუ, ისევ მოუშვია!
zurab
30 მაისი 2019 13:50
7
ლამაზი ბავშვია და კაცს გავს. თმას ხომ არ იღებავს, ყურში საყურეს და კოსით ხო არ დადის აქაური თანათოლებივით. ღმერთმა ხელი მოუმართოს.
-
30 მაისი 2019 16:32
1
სან ანტონიო არ იყო აქამდე და ლეიკერსი? ბარემ სუპერლიგის ალოემ აიყვანოს
Morris
30 მაისი 2019 12:03
14
სუპერლიგის ალოე შენი ოცნებაა?
-
30 მაისი 2019 16:34
0

სიახლეები პოპულარული