გოგა ბითაძის პერსონალურებით "ცრვენა ზვეზდამ" ისარგებლა და "მეგა ბემაქსს" მოუგო

AutoSharing Option
2 მაისს, სერბეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსი" "ცრვენა ზვეზდასთან" 72:83 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ბითაძის გუნდმა 2 ქულით მოიგო, თავად კი თავის გუნდს 10 ქულით და 7 მოხსნით შეეწია, მაგრამ როდესაც 58:57-ს იგებდნენ, 4 პერსონალური მიიღო და მწვრთნელი იძულებული შეიქნა, გარკვეული პერიოდი დაესვენებინა. სწორედ შეხვედრის ამ მონაკვეთში მოახერხა მეტოქემ წინ გაჭრა და გამარჯვების მოპოვება. მან ბოლოს მეხუთე ფოლიც მიიღო და პარკეტი დროზე ადრე დატოვა.

საბოლოოდ გოგამ 25:32 წუთში 12 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი,
2-დან 1 საჯარიმო), 8 მოხსნა, 6 პასი და 3 დაფარება მიითვალა.

სერია ორ მოგებამდეა. მეორე შეხვედრა 4 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სახლში იყო თუ სტუმრად ჩვენ თვითონ მოვიძიოთ არაა?
emigranti
03 ივნისი 2019 04:18
0
ჯერჯერობით თამაშებს ვერ იგებს. უნდა მოუმატოს.
sdfffff
02 ივნისი 2019 23:56
4
ზვეზდა სერიოზული გუნდია.
Zvigeni
02 ივნისი 2019 23:33
0

სიახლეები პოპულარული