კალათბურთი

ლეგიონერები

ჯილდო NBA-ს ვარსკვლავისგან - გოგა ბითაძე სერბეთის ჩემპიონატის MVP გახდა

AutoSharing Option
4 ივნისს, სერბეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე ნახევარფინალურ მატჩში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსი" "ცრვენა ზვეზდასთან" 91:96 დამარცხდა, სერია 0:2 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
ბითაძე კვლავ დაიტვირთა პერსონალურებით, საბოლოოდ 5 ფოლის გამო პარკეტის ისევ ნაადრევად დატოვება მოუწია და 24:42 წუთში თავის გუნდს 5 ქულით (5-დან 1 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით შეეწია.

მატჩის წინ გოგა სერბეთის ლიგის საუკეთესო კალათბურთელის პრიზით NBA-ს ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა დააჯილდოვა - 1 შეხვედრაში მისი საშუალო მაჩვენებელი 19.7 ქულა, 7.8 მოხსნა,
2.2 დაფარება და მარგი ქმედების კოეფიციენტი 25.7 იყო.

ასე და ამგვარად, ბითაძემ ევროსეზონი დაასრულა და NBA-ს დრაფტისთვის მოსამზადებლად გადაერთვება.


altგოგა ბითაძის პერსონალურებით "ცრვენა ზვეზდამ" ისარგებლა და "მეგა ბემაქსს" მოუგო