კალათბურთი

ლეგიონერები

გოგა ბითაძემ "ატლანტასა" და "სან ანტონიოში" ივარჯიშა - NBA-ს დრაფტამდე სამი დღე რჩება [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს დრაფტამდე სამიოდე დღე რჩება, ის 20 ივნისს ნიუ-იორკში გაიმართება და ქართველი გულშემატკივრის მთელი ყურადღება 19 წლის ცენტრ გოგა ბითაძისკენაა მიმართული.

სხვადასხვა ამერიკული მედიასაშუალება ქართველ ტალანტს NBA-ს სხვადასხვა კლუბს უკავშირებ., ამიტომ მათ მოსაზრებებს თავს აღარ მოგახვევთ.

ცნობილია, რომ NBA-მ ბითაძე, ე.წ. მწვანე ოთახში მიიწვია, სხვა გამორჩეულ მოთამაშეებთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გოგა დრაფტის მიმდინარეობას ოჯახის წევრებთან ერთად მიადევნებს თვალს.

გარდა ამისა, თითქმის ყველა მოთამაშე, ვინც "მწვანე ოთახში" მიიწვიეს, პირველიდან მეთხუთმეტე ნომრად აირჩიეს.

19 წლის ცენტრი NBA-ს ორმა კლუბმა
ვარჯიშზე უკვე მიიწვია. გოგამ "სან ანტონიოსა" და "ატლანტა ჰოუქსში" ივარჯიშა. დრაფტამდე ის "ბოსტონში", "შარლოტსა" და "დეტროიტშიც" ივარჯიშებს.


პირველ რაუნდში "სან ანტონიოს" დრაფტის უფლება ორჯერ აქვს - მე-19 და 29-ე ნომრად - იმის გათვალისწინებით, რომ გოგას, დიდი ალბათობით, მე-15 პიკამდე აარჩევენ, "სან ანტონიო" უნდა გამოვრიცხოთ.

"ატლანტას" პირველ რაუნდში სამი არჩევანი აქვს - მე-8, მე-10, მე-17 ნომრად - იმის გათვალისწინებით, რომ ბითაძემ "ჰოუქსის" რიგებში ივარჯიშა, დიდია ალბათობა, რომ მან ჯორჯიაში ითამაშოს.

პირველ 15 პიკში ასარჩევი "ბოსტონსაც" აქვს, სულ პირველ რაუნდში კი 3 დრაფტის უფლება აქვს - მე-14, მე-20 და 22-ე ნომრად.

"შარლოტს" პირველ რაუნდში მხოლოდ 1 პიკი აქვს - მე-12, ისევე, როგორც "დეტროიტს", "პისტონს" დრაფტზე მე-15 არჩევანის უფლება აქვს.

ასე რომ, სურვილის შემთხვევაში, იმ კლუბებიდან, ვინც ქართველი ვარჯიშზე მიიწვია, ყველაზე კარგი შანსი "ატლანტას" აქვს. ერთი რამ კი ცხადია, გოგა ბითაძეს დრაფტზე პირველივე რაუნდში აირჩევენ.

altსად წავა გოგა ბითაძე? - "სან ანტონიო", "ატლანტა", "ბოსტონი"...