"დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან, ჩემო ძმაო" - ზაზა ფაჩულიამ გოგა ბითაძე გაამხნევა

AutoSharing Option
19 ივნისს, NBA-ს დრაფტამდე 1 დღით ადრე, Instagram-ზე გავრცელებულ ფოტოს, სადაც მედიის მთელი ყურადღება ზიონ უილიამსონზეა გადართული, გოგა ბითაძე კი მარტოა დარჩენილი, ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა.

"არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაიწყებ, მთავარია, როგორ დაასრულებ. დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან, ჩემო ძმაო!" - გაამხნევა ვეტერანმა ცენტრმა ახალგაზრდა.


Sportall.Ge

ზაზა ფაჩულიას გარდა, ბითაძეს NBA-ს სხვა ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ, ქართველი მოთამაშე ვეტერანმა დუეინ უეიდმა და "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავმა დრეიმონდ გრინმაც გაამხნევეს.

NBA-ს დრაფტი 21 ივნისს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბითაძე შენი დროა! ფაჩულია შენ უკვე პენსიაზე ბაი
ანი
21 ივნისი 2019 06:27
4
რა უნიჭო ხარ )) ესე არ ელაპარაკებიან ვეტერანებს
Solo
21 ივნისი 2019 08:26
0
გოგა მოატრიალებს მაგ ჟურნალისტებს თავისკენ რამდენიმე წელიწადში
Levan
20 ივნისი 2019 21:52
0
დრეიმონდ გრინის მხარდაჭერა ძალიან მაგარია, დღემდე ახსოვს ტიპს რომელმა გუნდებმა თქვეს უარი მის არჩევაზე, 32/ე იყო დრაფტზე, დღემდე უმტკიცებს მათ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს და ნბა-ს საუკეთესო მცველზე თქვეს უარი.
20 ივნისი 2019 13:09
1
АРЦ ШЕТЕВАШИА НАКЛЕБИ
სოსო
20 ივნისი 2019 15:15
3

სიახლეები პოპულარული