დებიუტის მოლოდინში! - "ინდიანამ" გოგა ბითაძე საზაფულო ლიგის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე "ინდიანას" შემადგენლობაში 2019 წლის საზაფხულო ლიგაზე იასპარეზებს.

"პეისერსმა" საზაფხულო ლიგის განაცხადი გამოაქვყენდა, სადაც ქართველი ცენტრიც არის.

ლას ვეგასში გამგზავრებამდე "პეისერსის" გუნდი "სენტ ვინსენტის" ცენტრში 1-დან 4 ივლისამდე მოემზადება. გუნდს კი სტივ გენსი გაწვრთნის.

პირველ მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 7 ივლისს "მემფის" წინააღმდეგ ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს. მომდევნო შეხვედრა "დეტროიტთან" 9 ივლისს ჩვენი დროით 01:00 საათზე ჩატარდება. 10 ივლისს "ინდიანა" 01:30 საათზე "ატლანტას" დაუპირისპირდება. 12 ივლისს "პეისერსი" "ტორონტოს" 02:00 საათზე დაუპირისპირდება.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ უნდა ჩამოსულიყო. იქ უნდა ევარჯიშა
ლაშა
02 ივლისი 2019 00:49
0
გოგა! გოგა!!!
N
29 ივნისი 2019 20:07
0
მერე ასეთი მნიშVნელოვანი თამაშები ელის და თბილისში ჩამოსვლის დრო იყო ან საჭიროება?? ამხელა გზაა და დაღლა და რავიცი :(წარმატებები გოგას
Kemba
29 ივნისი 2019 17:56
21
ანლაიქების წერის დროა ან რა ოთქვა არასწორი? 1 კვირაში თამაშები უწევს და 10000 კმს გადის და უკან წავა რამოდენიმე დღეში. დაღლა არაა? შედეგი გვინდა ყველას რომ დადოს ,თორემ გადაიღალა ფრენით იმას იქ კი არ იფიქრებენ და კი არ შეარჩენენ.
Kemba
29 ივნისი 2019 22:57
2
რას ნიშნავს მნიშვნელოვანი თამაშები არ არის? იცით საერთოდ რამხელა მნიშვნელობა აქვს საზაფხულო ლიგაზე ახალწვეულის თამაშს და დატოვებულ შთაბეჭდილებას? მანდ მთელი ლიგა აკვირდება მოთამაშეებს, განსაკუთრებით პირველ რაუნდში არჩეულებს. გოგამ აუცილებლად უნდა გამოიჩინოს თავი მაგ თამაშებში, მეტიც, მისი პერფორმანსი განსაზღვრავს როგორ შეხედავენ გუნდში და მთლიანად ლიგაში. საზაფხულო ლიგა უბრალო მოსამზადებელი პერიოდი არ არის, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული მანდ კარგ თამაშზე.მითუმეტეს გოგას ორ უძლიერეს ცენტრთან მოუწევს კონკურენცია გუნდში და აქედანვე უნდა აჩვენოს რომ ნბა-ში თამაში შეუძლია.
white mamba
29 ივნისი 2019 22:19
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული